en
ge

აქტივისტები დადებითი ცვლილებებისთვის

აქტივისტები დადებითი ცვლილებებისთვის

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის სამოქალაქო აქტივიზმის ონლაინ სასწავლო პროგრამის კიდევ ერთი კურსი წარმატებით დასრულდა. 

პროგრამამ, სხვადასხვა იდეის გარშემო გაერთიანებულ და აქტიურ ადამიანებს, სამოქალაქო კამპანიების დაგეგმვის მიმართულებით ახალი ცოდნის და პრაქტიკული უნარების შეძენის საშუალება მისცა. 

128 მსურველიდან პროგრამაში მონაწილეობა 30 აქტიურმა ადამიანმა მიიღო, რომელთაც ყველაზე უკეთ დაასაბუთეს როგორ და რა მიმართულებით გამოიყენებდნენ მიღებულ გამოცდილებას. 

ახლა ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ეტაპი აქვთ წარმატებულ მონაწილეებს – ვულოცავთ კურსის დასრულებას და მოუთმენლად ველით რა სტრატეგიას ან ტექნიკებს გამოიყენებენ სამოქალაქო კამპანიების დაგეგმვისას, რათა დადებითი ცვლილებებს შეუწყონ ხელი. 

დადებითი ცვლილებების მოლოდინს კი მონაწილეთა მოსაზრებები გვისახავს: 

„ჩემი და ჩემი მეგობრების აქტივობები სხვა თვალით შევაფასე, მივხვდი რა გვაქვს დასახვეწი, გამოსასწორებელი კამპანიის მასშტაბის გასაზრდელად და მიზნის მოკლე დროში მისაღწევად“.

... „კამპანიას მომავალში უფრო მიზანმიმართულად და ორგანიზებულად დავგეგმავთ“...

„კურსმა, უკვე განხორციელებული კამპანიების მიმოხილვამ და ანალიზმა უკეთ დამანახა როგორ განვახორციელოთ არაძალადობრივი, სამოქალაქო კამპანიები“.

კურსი ჩატარდა  პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023