სამცხე–ჯავახეთი. ახალციხეში, არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირის ოფისში, კარლ პოპერის მეთოდის შესახებ სემინარი გაიმართა. სემინარის შემდეგ მონაწილეთა შორის პოპერის პრინციპით დებატები შედგა. ღონისძიება ჩატარდა პროექტის – ,,ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, ამერიკის შეერთებეული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.