en
ge

სამოქალაქო საზოგადოების ხედვა და რეკომენდაციები ნდობის აღდგენის შესაძლებლობებზე

სამოქალაქო საზოგადოების ხედვა და რეკომენდაციები ნდობის აღდგენის შესაძლებლობებზე

თბილისი. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება აქვეყნებს თავიანთ ხედვას და რეკომენდაციებს წარსულის გააზრებისა და ნდობის აღდგენის შესაძლებლობების შესახებ.

„დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე მოუგვარებელი კონფლიქტები საქართველოსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება. მეოცე საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე როგორც აფხაზეთის, ისე სამხრეთ ოსეთის მიმართულებით, უმწვავესი სამხედრო დაპირისპირებებისა და შედარებით ნაკლები დაძაბულობის პერიოდების მონაცვლეობით განვითარებული მოვლენების შედეგები, როგორც პოლიტიკური, ასევე სოციალური, ეკონომიკური, პიროვნებათაშორისი ურთიერთობების თვალსაზრისით, არათუ მსუბუქდება, არამედ სულ უფრო ღრმა კრიზისულ ხასიათს იძენს, რაც ახლო მომავალში მათი მოგვარების შესაძლებლობებს კიდევ უფრო ართულებს.

მოვუწოდებთ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და გაერთიანებებს, კონფლიქტების დარეგულირებაზე, შერიგებასა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებსა და ჯგუფებს, აქტიურად ჩაერთონ შერიგების ერთ-ერთი უმთავრესი და ქმედითი ინსტრუმენტის - წარსულის შესწავლისა და კრიტიკული გააზრების პროცესში“, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

სრულად...

წყარო: socialjustice.org.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023