თბილისი. 18-20 აგვისტოს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და საქართველოს უნივერსიტეტის (UG) ორგანიზებით გაიმართა Boot Camp-ი: „პოლარიზებული საზოგადოება ჰიბრიდული გამოწვევების წინაშე“.
Boot Camp-ში ჩართულნი იყვნენ აკადემიური და სასერტიფიკატო პროგრამის - „დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა: ისტორია, თეორია და გაბათილების საშუალებები“ მონაწილეები და საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები.
ორდღიანი ბანაკის ფარგლებში, მონაწილეებმა იმსჯელეს ჰიბრიდული ომის თანამედროვე გამოწვევებზე, ინფორმაციის მანიპულირებასთან და პროპაგანდის გავრცელებასთან დაკავშირებულ მიმდინარე ტენდენციებზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)