თბილისი. ორგანიზაცია „საფარის“ ინფორმაციით, ხანუმ ჯეირანოვას ორ შვილს სახელმწიფო, კომპენსაციის სახით, ჯამში 100 000 ლარს გადაუხდის.
მათ ინტერესებს სასამართლოში ორგანიზაციის იურისტი, ნინო ანდრიაშვილი წარმოადგენს, რომელიც განმარტავს, რომ კომპენსაცია იმ მორალური ტრავმისთვის მიიღეს, რისი მომსწრეებიც მცირეწლოვან ასაკში გახდნენ. საუბარია 2014 წელს 16 სექტემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში განვითარებულ მოვლენებზე – 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას თანასოფლელი კაცები თავს დაესხნენ და საჯაროდ, მთელი სოფლის თვალწინ სასტიკად სცემეს. მომხდარიდან 2 დღის შემდეგ, 18 სექტემბერს, ხანუმ ჯეირანოვა გარდაიცვალა. პროკურატურის ვერსიით, მან თავი მოიკლა.
წყარო: sapari.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)