სამეგრელო. გაეროს ბავშვთა ფონდის „ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივას“ ქალაქი ფოთიც შეუერთდა.
გაეროს ბავშვთა ფონდსა და ფოთის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. Მომდევნო ეტაპზე სამოქმედო გეგმა შემუშავდება, რომლის შესრულების შემდეგაც ფოთი „ბავშვზე მორგებული ქალაქის“ სტატუსს მოიპოვებს.
ორგანიზაციის ცნობით, ბავშვზე მორგებული ქალაქი ადგილობრივი თვითმმართველობის ისეთი სისტემაა, სადაც ბავშვის საჭიროებები და უფლებები ადგილობრივი პოლიტიკის და პროგრამების მნიშვნელოვანი ნაწილია.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)