en
ge

საიამ სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება წარადგინა

საიამ სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება წარადგინა

თბილისი. 18 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგინა წერილობითი მოსაზრება საქართველოს მთავრობის სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტისაგან ითხოვს მის მიერ წარდგენილი პირების ელჩის თანამდებობაზე დანიშვნას.

ორგანიზაცია არ იზიარებს მთავრობის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება - მთავრობის წარდგინებით დანიშნოს და გაათავისუფლოს ელჩები - ცერემონიალურია.

„საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, სიტყვა-სიტყვით, არ იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ საქართველოს პრეზიდენტმა აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს მთავრობის მოთხოვნა - ელჩის თანამდებობაზე დანიშნოს ან თანამდებობიდან გაათავისუფლოს ის პირი, ვინც მთავრობას სურს. პრეზიდენტის მიერ ელჩის დანიშვნის ფუნქცია არ არის ცერემონიული, განსხვავებით, მაგალითად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილებისაგან“, ნათქვამია ორგანიზაციის ბლოგპოსტში.

სრულად...

წყარო: www.gyla.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023