en
ge

სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკი ბაზალეთში

მცხეთა–მთიანეთი. 30 ივნისს ბაზალეთში, თავისუფალი უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრში „სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკი - 2012" გაიხსნა. ბანაკი  „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში მოეწყო, რომელსაც აფინანსებს USAID - აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ხოლო პროგრამას საქართველოში ახორციელებს PH-International. ბანაკის ორგანიზატორია   სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია, რომელიც ამავდროულად პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა ქვემო ქართლის რეგიონში.
30 ივნისიდან 5 ივლისამდე ბანაკის პირველი ნაკადი მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საქართველოს 11 რეგიონიდან.  ივლისსა და აგვისტოში დაგეგმილია ბანაკის კიდევ ორი ნაკადი. სამივე ნაკადის განმავლობაში ბანაკში მონაწილეობას მიიღებს 270 მონაწილე საქართველოს ყველა კუთხიდან. ბანაკში მონაწილე მოსწავლეების სასკოლო სამოქალაქო კლუბების აქტიური წევრები არიან, რომლებიც წლის განმავლობაში ინიცირებას უკეთებენ და ახორციელებენ სხვადასხვა სახის სამოქალაქო აქტივობებს.
სიქა მეორე წელია ორგანიზებას უწევს „სამოქალაქო განათლების ბანაკს". გასულ წელს საზაფხულო სამოქალაქო ბანაკში მონაწილეობა მიიღო 170-მა მონაწილემ საქართველოს 9 რეგიონიდან.
ბანაკში  ქართველ ლიდერებთან ერთად ევროპელი ახალგაზრდული ლიდერები მუშაობენ, რომლებსაც სიქა მასპინძლობს ევროკომისიის პროგრამა „ახალგაზრდები მოქმედებაში" ფარგლებში.


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)