თბილისი. ევროპის ფონდმა ჟურნალისტებსთვის საგამოძიებო ჟურნალისტიკისა და ციფრული უსაფრთხოების ტრენინგი ჩაატარა.
მონაწილეებმა იმუშავეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა წყაროების მოძიებისა და ინტერვიუების ჩატარების ეფექტური ტექნიკა, დოკუმენტების და მონაცემების მოძიება საქართველოს ფარგლებს გარეთ, ვიზუალური მტკიცებულებების გამოყენება ჟურნალისტურ გამოძიებაში, წყაროს კონფიდენციალობის დაცვის სტრატეგიები, ინფორმაციის მოძიება ონლაინ/სოციალური მედიით, უსაფრთხო კომუნიკაცია. ტრენინგის ფარგლებში გაიმართა დისკუსია საგამოძიებო ჟურნალისტიკასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ძირითად გამოწვევებზე.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)