თბილისი. 25 ნოემბერს მსოფლიოში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, არსებული გამოწვევების აღიარებას და სამომავლო სტრატეგიების დასახვას ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ამასთან, ამ დღით იხსნება 16 დღიანი გლობალური კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.
საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური ცვლილებების მიუხედავად, საქართველოში ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. პრევენციის, დროული გამოვლენის და შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირების მიმართულებით დღემდე არაერთი პრობლემა არსებობს.
შესაბამისად, ომბუდსმენი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, პრიორიტეტად დაისახოს შემდგომი ღონისძიებების გატარება:
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)