en
ge

გაცნობიერებული თანხმობის მნიშვნელობა

გაცნობიერებული თანხმობის მნიშვნელობა

თბილისი. ორგანიზაცია „მირაბალდები“ ნებისმიერი შინაარსის სექსუალური ქმედების წინ გაცნობიერებული თანხმობის მნიშვნელობის შესახებ პოსტს აზიარებს.

საინფორმაციო პოსტის თანახმად:

სექსუალური შინაარსის მქონე ნებისმიერი ქმედება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაში. თანხმობის გაცემის დროს ადამიანი უნდა იყოს ისეთ მდგომარეობაში, რომ აცნობიერებდეს ქმედების შინაარსს, მასშტაბს და მოსალოდნელ შედეგებს.

არაერთი გასართობი ღონისძიება დღეს ქალებისთვის/გოგოებისთვის წარმოადგენს საფრთხეს, რადგან ხშირად მათგან თანხმობის მიღება ხდება მაშინ, როცა ისინი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებიან.

არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა არ არის დანაშაული, დანაშაული არის სექსუალური შევიწროება/ძალადობა/გაუპატიურება.

გახსოვდეთ, ალკოჰოლის/ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ თანხმობა ვერ ჩაითვლება რეალურად, როცა:

  • ადამიანი ბორძიკობს, ეცემა და არ შეუძლია დამოუკიდებლად დგომა ან სიარული
  • ვერ მეტყველებს გამართულად და მისი სიტყვები არ არის მკაფიოდ/გასაგებად გამოთქმული
  • ვერ ახერხებს თვალებით ფოკუსირებას და ვერ აღიქვამს, სად იმყოფება
  • არ გრძნობს თავს კარგად: აქვს თავბრუსხვევის შეგრძნება, გული ერევა და ა.შ.
  • სძინავს ან უგონო მდგომარეობაშია

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)