თბილისი. თბილისის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლე სოსო ღურწკაიამ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) წინააღმდეგ გიორგი ლომიძის მიერ შეტანილი სარჩელი არ დააკმაყოფილა.
„საქმე ეხება გიორგი ლომიძის სარჩელს, რომლითაც მოსარჩელემ სადავოდ გახადა FactCheck.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში გავრცელებული ცნობები. სტატიაში მითითებული იყო, რომ გიორგი ლომიძის ვიდეომიმართვა სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ წყალბადის ზეჟანგის (პერეკისის) გამოყენებასთან დაკავშირებით, დეზინფორმაციას შეიცავდა. მოსარჩელე ითხოვდა ცნობების უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას 3 მილიონი ლარის ოდენობით“.
„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ინტერესებს სასამართლოში GDI იცავს. საქმეს GDI, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.
წყარო: gdi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)