თბილისი. 1930-იან წლებში და განსაკუთრებით მის მეორე ნახევარში განხორციელებული „დიდი ტერორის” ეპოქა საქართველოს, როგორც სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ისტორიაში, განსაკუთრებული მნიშვნელობის ტრავმული პერიოდია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია კრიტიკულად გაანალიზდეს ისტორიულ ნარატივში აღნიშნული პერიოდის ინტერპრეტაცია.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევა მიმოიხილავს 1930-იანი წლების „დიდი ტერორის” შესახებ სწავლების დინამიკას, საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდიდან გამოცემული და სკოლებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოების საშუალებით.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)