თბილისი. ორგანიზაცია „მირაბალდების“ ცნობით, მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ საქართველოს ხუთ ქალაქში (თბილისში, გორში, სიღნაღში, ქუთაისსა და ბათუმში) არსებობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სახელმწიფო თავშესაფრები.
აუცილებელია, ვიცოდეთ:
ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია მსხვერპლის მოთხოვნით ან მისი თანხმობით, უზრუნველყოს მსხვერპლისა და მასზე დამოკიდებული პირის თავშესაფარში გადაყვანა.
მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქვს უფლება:
ისარგებლოს თავშესაფრით და იქ არსებული მომსახურებით;
თავშესაფარში მსხვერპლის მოთავსება ხდება 3 თვემდე ვადით. საჭიროების შემთხვევაში, ეს ვადა გაგრძელდება თავშესაფრის წესდებით (შინაგანაწესით) დადგენილი წესით. თავშესაფარში მოთავსების ვადის ამოწურვის შემდეგ, მსხვერპლის მიმართ საფრთხის არსებობის შემთხვევაში, თავშესაფრის ადმინისტრაცია ვალდებულია აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს შემდგომი რეაგირების უზრუნველსაყოფად.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)