იმერეთი. როგორ ვიკვლიოთ პოლიტიკური კორუფცია - ამ თემაზე ქუთაისში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ორგანიზებით ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგს, რომელსაც ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ორგანიზაციის მთავარი ეკონომისტი, ბესო ნამჩავაძე უძღვებოდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საჯარო მონაცემების ბაზებიდან ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების ხერხებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ შექმნილი ვებგვერდების გამოყენების მეთოდებს.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)