თბილისი. ორგანიზაცია „მირაბალდები“ მორიგ საინფორმაციო პოსტს აქვეყნებს ძალადობის მსხვერპლის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე.
„ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც დუმს ძალადობის მსხვერპლი, საზოგადოების მხრიდან აგრესიული, ცინიკური, არაემპათიური და ზოგჯერ აბსურდული დამოკიდებულებაა.
ძალადობაგამოვლილ ადამიანს ხშირად ესმის მსგავსი შინაარსის შეკითხვები/კომენტარები:
რა გეცვა? გააკეთე რამე თავის დასაცავად? იყვირე? მთვრალი ხომ არ იყავი? მაშინვე რატომ არ წახვედი პოლიციაში? არ მჯერა, რომ შენი ქმარი/შეყვარებული ამას იზამდა, ალბათ, აზვიადებ; უნდა მოითმინო, ბავშვით სად წახვალ? მთვრალი იყო და რატომ გააღიზიანე?
უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ასეთი რეაქცია არის ძალადობის, გაუპატიურების კულტურის წახალისება და მხარდაჭერა. ამის ნაცვლად, ძალადობაგამოვლილ ადამიანს უნდა ვუთხრათ/ვკითხოთ:
ძალადობაზე ლაპარაკი სირცხვილი არ არის - სირცხვილი ძალადობაა“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)