en
ge

ადამიანის უფლებები საქართველოში, 2022

ადამიანის უფლებები საქართველოში, 2022

თბილისი. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) წარმოგიდგენთ ყოველწლიურ ანგარიშს, რომელშიც თემატურად განხილულია ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში 2022 წელს არსებული მდგომარეობა.

„2022 წელს საქართველოში გაგრძელდა ადამიანის უფლებათა დაცვის და დემოკრატიის ხარისხის გაუარესება, მზარდია ავტორიტარიზმის ნიშნები. ეროვნული მდგომარეობის რეგრესს მიუთითებს ისიც, რომ საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი, რომელიც  დიდწილად ქვეყანაში  სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხსა და სტაბილური დემოკრატიის მაღალ სტანდარტზეა დამოკიდებული.  ხსენებული უკუსვლა განსაკუთრებით საგანგაშოა მსოფლიოში დემოკრატიის წინააღმდეგ ავტოკრატიის მზარდი ტენდენციის ფონზე. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი და  საქართველოში ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებების თანხვედრა რუსულ ნარატივებთან. მსოფლიოს უსაფრთხოების არქიტექტურის მასშტაბური ცვლილების ფონზე, საქართველოს შიგნით მიმდინარე პროცესები განსაკუთრებულ ყურადღებას და ძალისხმევას მოითხოვს, რათა საქართველომ არ დაკარგოს შესაძლებლობა იყოს უსაფრთხო, სტაბილური და ეკონომიკურად ძლიერი დასავლური სამყაროს ნაწილი“.

ანგარიში...

წყარო: gdi.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023