სამეგრელო. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, აფხაზეთიდან დევნილ ოჯახს, რომელიც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის შეუთავსებელ სივრცეში ცხოვრობდა, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ უარი უთხრა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე.
საია-ს ზუგდიდის ოფისის დახმარებით ოჯახმა გაასაჩივრა გადაწყვეტილება და სამივე ინსტანციის სასამართლოში დავა დევნილი ოჯახის სასარგებლოდ დასრულდა.
წყარო: www.gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)