en
ge

უკრაინელი თემი საქართველოში

უკრაინელი თემი საქართველოში

როგორ ცხოვრობენ და სწავლობენ ბათუმის საჯარო სკოლაში უკრაინელი ბავშვები? როგორ ეხმარებიან უკრაინელებს – ნახეთ ვიდეოები, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა მოამზადა პროექტის „კრიზისულ სიტუაციებში მდგრადი სათემო ჯგუფების შექმნა“ – ფარგლებში. 

ინსტიტუტი, რუმინულ ორგანიზაციასთან „სამოქალაქო რესურსების ცენტრთან“ (CRC) ერთად ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია კრიზისულ სიტუაციებში მდგრადი სათემო ჯგუფების შექმნის და რეაგირების გამოცდილების შესწავლა. 

კერძოდ, საქართველოსა და რუმინეთში ტარდება საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად განხორციელებული ღონისძიებების კვლევა, რომლის მიზანია, აღნიშნულ პროცესებში სამოქალაქო სექტორსა და ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის მაგალითების შესწავლა–გაანალიზება და გამოწვევების გამოვლენა. 

პროექტის – „კრიზისულ სიტუაციებში მდგრადი სათემო ჯგუფების შექმნა. საქართველოს და რუმინეთის სამოქალაქო საზოგადოების გამოცდილება“ (Building Resilient Communities in Crisis Situations. The Romanian and Georgian civil society experience) – პარტნიორი საქართველოდან სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტია და ხორციელდება რუმინული არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარების პლატფორმის (FOND) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.

ვიდეოები... 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023