სამცხე-ჯავახეთი. საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით, ბორჯომში, პროექტის Vaccination4Georgia ფარგლებში, სამცხე–ჯავახეთის რეგიონის ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „როგორ ამოვიცნოთ და გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას და ხელი შევუწყოთ ვაქცინაციას“.
ტრენინგი ითვალისწინებდა ადგილობრივი მედიის მუშაობის სპეციფიკას და პასუხობდა მათ წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევებს ვაქცინაციის თემის გაშუქების პროცესში. ტრენინგს უძღვებოდა ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ნათია კუპრაშვილი.
პროექტს „Vaccination4Georgia“, ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრთან პარტნიორობით. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)