ქვემო ქართლი. CENN HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით ხელს უწყობს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების გარემოსდაცვით განათლებას.
მარნეულის გოგონების გაძლიერების კლუბის წევრების ინიციატივით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში და წითელსოფელში ხეების დარგვის აქტივობა და მწვანე სივრცეების ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი ასპექტების შესახებ ღია დისკუსია მოეწყო.
აქტივობები განხორციელდა კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა PRAISE MARNEULI - პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN-ის მიერ, HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)