en
ge

რუსთავის ეზოს სამლოცველოები: ქალაქის საჯარო სივრცეების საკრალიზაცია თუ დესაკრალიზაცია?!

რუსთავის ეზოს სამლოცველოები: ქალაქის საჯარო სივრცეების საკრალიზაცია თუ დესაკრალიზაცია?!

თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი გთავაზობთ თეა ქამუშაძის სტატიას: „რუსთავის ეზოს სამლოცველოები: ქალაქის საჯარო სივრცეების საკრალიზაცია თუ დესაკრალიზაცია?!“

„პოსტ-საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული მართლმადიდებლურის ეკლესიის მცდელობას მოახდინოს საჯაროს სივრცეების მონოპოლიზება, სილვია სერანო განიხილავს როგორც ეროვნული სივრცის დესეკულარიზაციის პროცესს. ამ მოცემულობას სუსტად მაგრამ გარკვეული ფორმით წინააღმდეგობას უწევს სახელმწიფო აქტორები, როდესაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს რელიგიურ შინაარს აცლიან და მას საერთო მოხმარების სივრცეებად აყალიბებენ. ამის მაგალითად სერანო განიხილავს რაბათის კომპლექსის მშენებლობას ახალციხეში, სადაც წარმოდგენილია, როგორც მეჩეთი, ისე წმინდა მარინეს ეკლესია, თუმცა რელიგიური ფორმით არც ერთი არ ფუნქციონირებს, ისინი მხოლოდ გარეგნული ნიშნებითა და მახასიათებლებით გვიყვებიან წარსული გამოცდილების შესახებ (სერანო, 2018). ის რომ რაბათის კომპლექსი პოლიტიკური პროექტი იყო და არა კულტურული, ის ფაქტიც მიუთითებს, რომ მისი აღდგენა და მშენებლობას მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და მისმა უწყებამ ითავა და არა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, რომელსაც ძეგლის აუთენტურობაზე და ისტორიულობის შენარჩუნებაზეც უნდა ეზრუნა. პროექტის მიზანი ნაციონალური სივრცის დესაკრალიზებით მრავალფეროვნების წახალისება და მისი როგორც ღირებულების წარმოჩენა უნდა ყოფილიყო. როგორც სერანო აღნიშნავს, იმის გამოც რომ დასრულებული პროექტის წარდგენა, ხელისუფლების ცვლილებას დაემთხვა დროში და რთული წარმოსადგენია, როგორ მოემსახურება რაბათის კომპლექსი სეკულარიზაცია/დესეკულარიზაციის ლოკალურ კონტექსტს, რომელიც საკრალურის დესაკრალიზაციით უნდა ტრანსფორმირდეს საზიარო სივრცედ“.

სრულად...

წყარო: socialjustice.org.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023