აჭარა. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინფორმაციით, ბათუმის მუნიციპალიტეტი ნარჩენების მართვის ახალ მიდგომას ნერგავს, რომელიც ნარჩენების წარმოქმნის შემცირებასთან ერთად, ნარჩენების შემდგომი გადამუშავებისთვის მათ დახარისხებასაც ისახავს მიზნად.
მუნიციპალური ნარჩენების მართვის ახალი მიდგომა ეფუძნება ბათუმის მერიისა და გაეროს განვითარების პროგრამის სწრაფი განვითარების ლაბორატორიის თანამშრომლობას, რომლის ქცევითი ექსპერიმენტის შედეგად, ბათუმში პლასტმასას ბოთლების სეპარირებული შეგროვება ერთ წელიწადში 16-ჯერ გაიზარდა.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)