en
ge

კონკურსის „ეს ქვეყენა შენია“ გამარჯვებული გუნდები „რეალურ სივრცეში“ მიიწვიეს

კონკურსის „ეს ქვეყენა შენია“ გამარჯვებული გუნდები „რეალურ სივრცეში“ მიიწვიეს

თბილისი. კონკურსის „ეს ქვეყანა შენია“ ფარგლებში გამარჯვებული გუნდების წარმომადგენლები თბილისიდან, წეროვანიდან და გორიდან, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის პიარ მენეჯერთან, თემურ ჯალიაშვილთან ერთად, მიწვეული იყვნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, კერძოდ კი, ნინო ზაუტაშვილის საავტორო გადაცემაში „რეალური სივრცე“.

ახალგაზრდებმა ისაუბრეს თავიანთ თემში მათი თაოსნობით განხორციელებული აქტივობების შესახებ.

გადაცემის დასრულების შემდეგ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა გამარჯვებულებს გადასცეს ინდივიდუალური საჩუქრები, მათ შორის ლეპტოპები.

კამპანიის „ეს ქვეყანა შენია“ ფარგლებში კვლავაც გაგრძელდება კონკურსში მონაწილეთა დაჯილდოება. პროექტის გუნდი ეწვევა რეგიონებს და გამარჯვებულებს საზეიმოდ გადასცემს პრიზებს.

კამპანიას „ეს ქვეყანა შენია“ ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023