თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ინფორმაციით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ორგანიზაციის დაცვის ქვეშ მყოფი თამარ ქომეთიანის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნო.
თამარ ქომეთიანი ა(ა)იპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის „მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში” 2020 წლიდან მუშაობდა.
ISFED, USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, ახორციელებს სტრატეგიული სამართალწარმოების პროექტს, რომლის ფარგლებშიც უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს სამსახურიდან სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ პირებს.
წყარო: isfed.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)