en
ge

სოციალური სამართლიანობის ცენტრი საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება

კახეთი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, წუხელ, საგარეჯოში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის გამო და უსამძიმრებს დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების და პოლიციელის ოჯახებს. დაჭრილებს კი გამოჯანმრთელებას უსურვებს. 

„სამართლებრივი საკითხების მიღმა, მნიშვნელოვანია მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დავსვათ კითხვები, რომლებიც ამგვარი ძალადობის სტრუქტურულ მიზეზებს შეიძლება ხსნიდეს, მათ შორის:  

  • როგორია ყოფილი სამხედრო პირების სოციალური დაცვის გარანტიები და როგორ მუშაობს ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის პროგრამები მათი საჭიროებების საპასუხოდ?
  • ამ კონკრეტულ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროს ჰქონდა თუ არა შეფასებული ყოფილი სამხედრო პირის მდგომარეობა და რა ზომები მიიღო მისი ქცევის მართვისთვის?
  • ჰქონდა თუ არა/უნდა ჰქონოდა თუ არა თავდაცვის სამინისტროს და პოლიციას მისგან მომდინარე რისკების შესახებ ინფორმაცია და რამდენად ეფექტიანი იყო მათ მიერ მიღებული პრევენციული ზომები ამ შემთხვევაში? 

ეს შემთხვევა თავდაცვის სექტორში დასაქმებული ადამიანებისა და ყოფილი სამხედროების მიმართ სოციალური პოლიტიკისა და ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის პროგრამების გაძლიერების საფუძველი უნდა გახდეს და იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო, სამოქალაქო და პოლიტიკური ჯგუფები დისკუსიებსა და სამუშაოებს სწორედ ამ მიმართულებით წარმართავენ“.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

ფოტო: რადიო თავისუფლება


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)