თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს კვლევას: მოსამართლეები და სასამართლო სისტემაში დასაქმებული მათი ოჯახის წევრები.
ორგანიზაციის კვლევის თანახმად:
„საქართველოს მოქმედი მოსამართლეების თითქმის ერთი მესამედის (90) ოჯახის წევრი დასაქმებულია საჯარო სამსახურში.
90 განხილული შემთხვევიდან 51 მოსამართლის ოჯახის წევრი დასაქმებულია სხვადასხვა სასამართლოში.
90-დან 60 შემთხვევაში ოჯახის წევრი მოქმედ პოზიციაზე დასაქმდა, დაწინაურდა ან სამუშაო პოზიცია შეიცვალა მოსამართლის დანიშვნის შემდეგ“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)