გურია. ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ბაზაზე არსებულ „ახალგაზრდული ცენტრში“ იტალიელი რეჟისორის რ. ბენინის ფილმის „ცხოვრება მშვენიერია“ ჩვენება-განხილვა მოეწყო.
შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება განათლების როლსა და მნიშვნელობაზე ქვეყნის განვითარებისა და კონფლიქტების თავიდან არიდების პროცესში.
ახალგაზრდებმა იმსჯელეს ტოლერანტობის მნიშვნელობაზე და მრავალფეროვან სამყაროში განსხვავებული ადამიანების თანაცხოვრების სიკეთეებზე ისაუბრეს.
პროგრამას ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)