en
ge

მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერა - რა უნდა შეეძლოს ახალგაზრდულ მუშაკს?

მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერა - რა უნდა შეეძლოს ახალგაზრდულ მუშაკს?

თბილისი. სოციალურ მუშაკთა ასოციაციის განმარტებით, ახალგაზრდებს ცხოვრების სხვადსხვა ეტაპზე მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერა სჭირდებათ.

„ახალგაზრდული მუშაკი კი არის ის ადამიანი, რომელიც ახალგაზრდას უსმენს, აძლევს დროსა და სივრცეს გულწრფელად გასახსნელად და არ განიკითხავს მას.

ახალგაზრდულ მუშაკს უნდა შეეძლოს ახალგაზრდის ქცევაში ცვლილებების შემჩნევით ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეების ნიშნების ამოცნობა, სიტუაციის კონტროლი და ცოდნა, თუ როდის არის აუცილებელი დამატებითი მხარდაჭერა ახალგაზრდის დასახმარებლად, სიმშვიდის შენარჩუნება, ყველაფრის მოსასმენად მზადყოფნა, პრობლემის აღიარება და გადაწყვეტის გზებზე ფოკუსირება“.

კამპანია ხორციელდება პროექტის „Skills4Success - უნარები წარმატებისთვის“ ფარგლებში.

პროექტს ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს Save the Children International-ი პარტნიორ ორგანიზაციებთან: საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციასთან, ახალგაზრდობის სააგენტოსა და კონრად ადენაუერის ფონდთან ერთად.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)