en
ge

რეგიონული საკოორდინაციო შეხვედრა

რეგიონული საკოორდინაციო შეხვედრა

რაჭა-ლეჩხუმი. რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბის - ფონდი „აფხაზინტერკონტის“ ორგანიზებით, 2023 წლის 27 იანვარს ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგიონული საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუდმივი ინფორმირებულობა, სექტორთა შორის თანამშრომლობის და ხელსაყრელი გარემოს (განვითარების შესაძლებლობები, არსებული გამომწვევები, დაფინანსების შესაძლებლობები) შექმნის ხელშეწყობა; მიმდინარე საქმიანობების გაცნობა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაფინანსებების მოპოვების შესაძლებლობებზე ინფორმირება და თანამშრომლობის პერსპექტივებზე მსჯელობა.

შეხვედრას დაესწრნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, სამოქალაქო კლუბების, მედიის, საჯარო სკოლების (სამოქალაქო განათლების პედაგოგები) წარმომადგენლები, ახალგაზრდები და სამოქალაქო ლიდერები. 

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ჰაბისა და კონსორციუმის წევრების საქმიანობას/აქტივობებს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023