მცხეთა-მთიანეთი. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, ქ-ნ კელი დეგნანმა, სოფელ ოძისში ამერიკული სივრცე გახსნა.
„ოძისის ამერიკული სივრცე ნებისმიერ მსურველს უფასოდ სთავაზობს უამრავ რესურსსა და ღონისძიებებში ჩართვის შესაძლებლობას. ინგლისური წიგნები, სხვადასხვა თემატიკის კლუბები, განვითარების შესაძლებლობები, მოწვეული სტუმრები, დისკუსიები საინტერესო თემებზე, თანამედროვე ტექნოლოგიები და სხვა ბევრი რამ გელით ოძისის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე“, ნათქვამია საელჩოს გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: საელჩოს გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)