en
ge

ლექცია: ენობრივი მრავალფეროვნება

ლექცია: ენობრივი მრავალფეროვნება

გურია. ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის „სკოლის მხარდამჭერთა პროგრამის“ ფარგლებში სოფ. გუთურის იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიაში ენობრივი მრავალფეროვნების თემაზე ლექცია ჩატარდა.

შეხვედრას გაუძღვა სკოლის მენტორი - მწერალი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე (გუთურის საჯარო სკოლის მენტორი).

„შეხვედრის პირველ ეტაპზე განიხილეს იდენტობის ფორმირების ეტაპები, ენობრივი მრავალფეროვნების მნიშვნელობა, ენის ფუნდამენტური კავშირი სახელმწიფოებრიობასთან, ეთნიკური და კულტურული იდენტობის მსაზღვრელებზე. ყურადღება გამახვილდა ენის, როგორც თვითგამორკვევისთვის, თვითგამოხატვისთვის საჭირო მთავარ ინსტრუმენტზე.

ასევე, საუბარი წარიმართა ქართველური ენების მრავალფეროვნების მნიშვნელობის შესახებ ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე“.

შეხვედრა განხორციელდა პროექტის „უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში ორგანიზაცია Brot für die Welt-ის ფინანსური მხარდაჭერით.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)