en
ge

საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე: რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა

საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე: რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა, რაც  საფრთხის შემცველია, რადგან, ტრადიციულად, რუსეთი ეკონომიკურ ურთიერთობებს დამოუკიდებელ ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებს.

  • 2022 წელს საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით  და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 3.6 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წელს რუსეთიდან ამავე წყაროებით მიღებულ შემოსავალზე 3-ჯერ მეტია.
  • 2022 წელს საქართველოში 15 000-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 16-ჯერ მეტია;
  • 2022 წელს რუსეთის მოქალაქეებმა ქართულ ბანკებში 60 ათასზე მეტი ანგარიში გახსნეს, ხოლო მათზე განთავსებული თანხის მოცულობა 2021 წელთან შედარებით თითქმის 4-ჯერ გაიზარდა და 2.8 მლრდ ლარს მიაღწია;
  • რუსეთიდან ფულადი გზავნილები 5-ჯერ გაიზარდა და 2022 წელს 2.1 მილიარდ დოლარი შეადგინა;
  • 2022 წელს საქართველოს ექსპორტი რუსეთში 6.8%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 79%-ით;
  • ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან საწვავის იმპორტი  5-ჯერ გაიზარდა;
  • რუსეთის ბაზარს ქართული ღვინის ექსპორტში 64% უჭირავს.

სრულად...

წყარო: transparency.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)