თბილისი. ორგანიზაცია „საფარის“ ცნობით, წერილის ავტორის ყოფილ ქმარს ბრალი მუქარის მუხლით აქვს წარდგენილი. ძალადობაგამოვლილი ქალი 28 თებერვალს სააპელაციო სასამართლოს სხდომას ელოდება.
„გასულ წელს, საქალაქო სასამართლომ კაცი გაამართლა. მოსამართლე დავით მგელიაშვილმა განაჩენის გამოცხადებისას თქვა, რომ ვერ წარმოიდგინა, განათლებული და კარიერულად რეალიზებული ქალი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, რატომ აიტანდა ძალადობას წლების განმავლობაში. ვერ წარმოიდგინა, ამიტომ, ჩათვალა, რომ ძალადობა არც ყოფილა“.
ამონარიდი მოსამართლე მერაბ ჯორბენაძისადმი მიწერილი წერილიდან:
„მაშინ, როცა ვიფიქრე, რომ თავი დავაღწიე მას, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი და სხვებთან ერთად ვემსახურებოდი საქართველოს, აღმოვჩნდი კლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში – თმებამოგლეჯილი, ტვინის შერყევით, შეშუპებების, სისხლჩაქცევებისგან დეფორმირებული სხეულით და ძალიან მცირე იმედით, რომ ამ ყველაფერს გავუძლებდი.
2017 წელს, საავადმყოფოდან ჩემ გამოწერამდე მოსამართლემ მოძალადე საპროცესო გარიგებით გაათავისუფლა. მაშინ მე ნამდვილად მინდოდა სიკვდილი, რადგან დავკარგე რწმენა, რომ ოდესმე იმ მონსტრისგან თავს დავაღწევდი. ეს რწმენა თქვენმა კოლეგა მოსამართლემ დამაკარგვინა“...
ქალის ინტერესებს სასამართლოში „საფარი“ იცავს.
წყარო: sapari.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)