თბილისი. იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში დაფინანსებული, ახალი პროექტების ხელმოწერის ცერემონიები გრძელდება.
საელჩოს გადმოცემით, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, GGP პროგრამის ფარგლებში, იაპონიამ დააფინანსა 200 საგრანტო პროექტი, რამაც შეადგინა 20 მილიონ აშშ დოლარზე მეტი (გარდა სხვა პროგრამებით დაფინანსებული პროექტებისა). GGP-ის პროექტები არის არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის წარმატებული თანამშრომლობის შესანიშნავი მაგალითი და შეხსენება იმისა, თუ რა პოზიტიური როლი აქვს სამოქალაქო საზოგადოებას ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერაში. იაპონიის საელჩი მადლობას უხდის GGP პროექტების შემუშავებაში ჩართულ ყველა პირს.
წყარო: იაპონიის საელჩოს გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)