en
ge

საფარი სექსუალური შევიწროების მსხვერპლ ქალებს მხარდაჭერას უცხადებს

საფარი სექსუალური შევიწროების მსხვერპლ ქალებს მხარდაჭერას უცხადებს

თბილისი. ორგანიზაცია „საფარის“ ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროების გამოცდილებაზე უკვე სამმა ქალმა ისაუბრა. 

„ეს სექსუალური შევიწროების ისტორიები ჰგავს თათია სამხარაძის საქმეს, რომელზეც მუშაობდა “საფარი” 2016 წლიდან და რომელშიც დისკრიმინაცია ორი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა. დასაქმებისა და კარიერული წინსვლის სანაცვლოდ, შალვა რამიშვილი სექსუალური შინაარსის არასასურველ კომუნიკაციას აწარმოებს ქალებთან და რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, ადევნების დანაშაულსაც ჰქონდა ადგილი.

„საფარის” გუნდი სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ქალებს, რომლებმაც მოსალოდნელი წნეხის მიუხედავად ამხილეს მოძალადე. საჯაროდ საუბარი ქალებისგან უდიდეს გამბედაობას მოითხოვს. გვესმის იმ ქალებისაც, რომლებიც, მსგავსი გამოცდილების მიუხედავად, ამას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ“, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)