en
ge

განცხადება 2023 წლის 2-3 და 7-9 მარტს დაკავებული პირების საქმეების შესახებ

განცხადება 2023 წლის 2-3 და 7-9 მარტს დაკავებული პირების საქმეების შესახებ

თბილისი. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ 2023 წლის 2-3 და 7-9 მარტს დაკავებული პირების საქმეების შესახებ.

„მიუხედავად, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო დაკავებულების ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება, მათთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი კვლავ დგას დღის წესრიგში. ამ დროისთვის არ დასრულებულა საქმეთა განხილვა.

გარდა იმისა, რომ კრიტიკას იმსახურებს სასამართლოს მიერ ამ დრომდე დაუსაბუთებლად მიღებული დადგენილებები და შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის ჯარიმების შეფარდება, პროცედურულად სრულიად არაორგანიზებულად მიმდინარეობს ერთი მხრივ, სამინისტროს მიერ საქმეების სასამართლოში შეტანა და მეორე მხრივ, სასამართლოს მიერ საქმეთა განხილვა.

უმეტესად, სამინისტროს წარმომადგენლები მოქალაქეებს გვიან ღამით უკავშირდებიან და ატყობინებენ, რომ მომდევნო დილას უნდა გამოცხადდნენ სასამართლოში ან მხოლოდ 1-2 საათით ადრე აწვდიან ამ ინფორმაციას. ამ საქმეებს სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მორიგე მოსამართლე განიხილავს, რომლის ვინაობაც ხშირად უცნობია და მისი ვინაობის გაგების შემდეგაც კი შეუძლებელია სასამართლოს შემადგენლობისგან პროცესის გამართვის დროსთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება.

ამ პირობებში, ორგანიზაციების ადვოკატებს, რომლებიც ჩართულები არიან დაკავებული პირების უფლებების დაცვაში, დილიდან გვიან ღამემდე, სამუშაო პირობებისა და სივრცის არარსებობის ფონზე, უწევთ სასამართლოში უშედეგოდ ლოდინი ზოგჯერ რამდენიმე საათი, ზოგჯერ კი მთელი დღის განმავლობაში, რაც სრულიად გაუმართლებელია. ამ პირობებში შეუძლებელია მარწმუნებლის ეფექტიანი დაცვა, ასევე მოწმეთა და სხვა ტიპის მტკიცებულებების დროულად მოძიება და სასამართლოში წარდგენა“.

სრულად...

წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)