ქვემო ქართლი. განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, ბოლნისის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის გაიმართა მორიგი ვორკშოფი თემაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი და მისი მონიტორინგი“.
ტრენინგის მიზანი იყო ახალგაზრდული საბჭოს წევრების ცნობიერების ამაღლება ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის ფორმირებისა და ფუნქციონირების თავისებურებების, თვითმმართველობის ბიუჯეტის დაგეგმვის, შესრულებისა და მონიტორინგის საკითხების შესახებ.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)