en
ge

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება ლაზარე გრიგორიადისის საქმეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება ლაზარე გრიგორიადისის საქმეს

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საჯაროდ გავრცელებულ წყაროებზე დაყრდნობით, ეხმიანება ლაზარე გრიგორიადისის საქმეს და მიიჩნევს, რომ შესაძლოა იკვეთებოდეს ბრალდებულის უფლებების დარღვევის შემთხვევები, რის გამოც მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სახალხო დამცველს, იმოქმედონ თავიანთი მანდატის შესაბამისად. კერძოდ,

  • სასამართლომ საჯაროდ არ დაასაბუთა აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა;
  • მაღალი თანამდებობის პირების მიერ გავრცელებულმა განცხადებებმა შესაძლოა ლაზარე გრიგორიადისის სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე უარყოფითად იმოქმედოს. ეს, რიგ შემთხვევაში, ამავდროულად, არღვევს ლაზარე გრიგორიადისის უდანაშაულობის პრეზუმპციას;
  • თვითინკრიმინაციის პრივილეგიის შესაძლო დარღვევა;
  • არასათანადო მოპყრობის აკრძალვის შესაძლო დარღვევა.

მიგვაჩნია, რომ ლაზარე გრიგორიადისის მიმართ განვითარებული მოვლენები, მის მიერ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობას მნიშვნელოვნად შეზღუდავს, ამასთან დაკავშირებით,

საია მოუწოდებს:

- ხელისუფლების წარმომადგენლებს - თავი შეიკავონ დისკრიმინაციული განცხადებებისგან და ლაზარე გრიგორიადისის ბრალდების საქმეზე არ გასცდნენ უდანაშაულობის პრეზუმციის ფარგლებს.

- სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს - ეროვნული კანონმდებლობისა და სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებთან სრული შესაბამისობით დაიცვას პატიმრის უფლებები.

- სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყოს გამოძიება.

- საქართველოს სახალხო დამცველს - როგორც საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელს, იმოქმედოს მისი მანდატით გათვალისწინებული მექანიზმებით და, მათ შორის, განახორციელოს ხშირი მონიტორინგი პატიმარ ლაზარე გრიგორიადისის უფლებრივ მდგომარეობაზე.

სრულად...

წყარო: www.gyla.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)