შიდა ქართლი. 26 მარტს, შიდა ქართლის რეგიონალურ ჰაბში ახალგაზრდებს გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელი ნინო ბერიანიძე შეხვდა.
ნინო ბერიანიძემ ისაუბრა მერიის განათლების განყოფილების საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, სტრატეგიულ მიზნებზე, რომლებიც დაკავშირებულია ახალგაზრდებში კომპეტენციების ზრდასთან და სათემო ცხოვრებაში მათ ჩართულობასთან..
შეხვედრა გაიმართა ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)