თბილისი. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი აქვეყნებს ეკო მამალაძის ბლოგპოსტს: ახალგაზრდების უმუშევრობა საქართველოში: გამოწვევებთან ბრძოლა საუკეთესო პრაქტიკის გზით.
ნაშრომის მიზანია უმუშევრობის პრობლემასთან ბრძოლის კუთხით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების განხილვა ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითზე.
„ახალგაზრდების დასაქმების კრიზისიდან თავის დასაღწევად საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მთავრობების დღის წესრიგში აქტუალური გახდა ახალგაზრდობის დასაქმების მხარდამჭერი პოლიტიკის შემუშავება. დოკუმენტში პირველ რიგში, მიმოხილული იქნება საქართველოს მთავრობის პოლიტიკა უმუშევრობის წინააღმდეგ, ხოლო შემდგომ ამ პრობლემის დასაძლევად ევროკავშირის მიერ გადადგმული ქმედითი ნაბიჯები, რაც წარმოაჩენს, თუ რა დამატებითი ზომების მიღება შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას ახალგაზრდების უმუშევრობასთან ბრძოლის კუთხით“.
წყარო: gip.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)