კახეთი. 4 და 5 აპრილს სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანამშრომლებმა პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის, სოფელ დუისში და ქორეთში სამართლებრივი დახმარების შეხვედრა გამართეს. სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტებმა დაინტერესებულ პირებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიეს.
შეხვედრის შედეგად გამოიკვეთა, რომ ადგილობრივებისთვის კვლავ პრობლემურია საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხი...
ქორეთის მოსახლეობის მიერ მნიშვნელოვან პრობლემად დასახელდა სოფელში არსებული ინფრასტრუქტურული საკითხები. კერძოდ, სოფელში არ არის მოასფალტებული გზა, რის გამოც წვიმიან ამინდში გადაადგილება მნიშვნელოვნად გართულებულია. ამასთან, სოფელში დანიშნული არ არის მუნიციპალური ტრანსპორტი, შესაბამისად, ადგილობრივებს მუნიციპალიტეტის ცენტრამდე საკვებისა თუ მედიკამენტების შესაძენად გადაადგილება ტაქსით უწევთ, რაც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)