ქვემო ქართლი. 18 მაისს სოციალური სამართლიანობის ცენტრი წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის სამართლებრივი დახმარების შეხვედრებს გამართავს.
ორგანიზაციის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ მოსახლეობის სოციალური პრობლემების იდენტიფიცირებას და გაზიარებული პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ადამიანის უფლებების დაცვაზე და სოციალური სამართლიანობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციაა, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად სოციალური უფლებების და თანასწორობის პოლიტიკის მიმართულებით მუშაობს.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)