en
ge

მხარი დაუჭირეთ ყველა ადამიანის უფლებების დაცვას - შეწყვიტეთ დისკრიმინაცია და ძალადობა საქართველოში ლგბტქი+ პირთა მიმართ

მხარი დაუჭირეთ ყველა ადამიანის უფლებების დაცვას - შეწყვიტეთ დისკრიმინაცია და ძალადობა საქართველოში ლგბტქი+ პირთა მიმართ

თბილისი. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობა სამხრეთ კავკასიაში, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და ქვეყანაში მოქმედი საელჩოები მოუწოდებენ საქართველოს, შეუსაბამოს სახელმწიფო პოლიტიკა და პრაქტიკა საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს ლგბტქი+ პირთა უფლებების დაცვის და ინკლუზიური საზოგადოების ხელშეწყობისთვის.

„საზოგადოების რომელიმე წევრის გარიყვა  აძლიერებს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ უთანასწორობასა და უსამართლობას, რაც აფერხებს საქართველოს დემოკრატიის შემდგომ განვითარებას. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს, საყოველთაოდ დაიცვან ადამიანის უფლებები, ხმა აიმაღლონ სიძულვილის, დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ, იმუშაონ ლგბტქი+ თემებთან და უზრუნველყონ მათთვის ადამიანის უფლებებით სრულად სარგებლობა. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ სახელმწიფო პოლიტიკა და პრაქტიკა შეუსაბამოს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს“, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

სრულად...

წყარო: www.eeas.europa.eu


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)