en
ge

პუბლიკაცია „გაიცანით ბაბი“

პუბლიკაცია „გაიცანით ბაბი“

თბილისი. გაეროს ბავშვთა ფონდი გიზიარებთ ინფორმაციას პუბლიკაციის შესახებ, რომელსაც ჰქვია „გაიცანით ბაბი“. წიგნის ავტორია მარიამ ხვადაგიანი. მის შემუშავებაში წვლილი შეიტანეს მაია ბაგრატიონი-გრუზინსკიმ, მაია წულაძემ და კეტლინ დირიმ. ილუსტრაციები და დიზაინი შექმნილია ფორსეტის მიერ.

სახელმძღვანელო „გაიცანით ბაბი“ შემუშავებულია 2022 წელს ორგანიზაციის „მაკ-ჯორჯია“ მიერ გაეროს ბავშვთა ფონდისა და მდგრადი განვითარების მიზნების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საქართველოში“ ფარგლებში.

„პუბლიკაციის მიზანია, ბავშვებს გააცნოს შეზღუდული შესაძლებლობის ბიოფსიქოსოციალური მოდელი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განსაზღვრის პროცესი.

ბიოფსიქოსოციალური მოდელი ადამიანის შეზღუდულ შესაძლებლობას განიხილავს, როგორც სამედიცინო მდგომარეობის (ბიოლოგიურად განპირობებული), ფსიქოლოგიური ფაქტორების (დაძლევის უნარები, თვითშეფასება და ა.შ.) და სოციალური ფაქტორების (გარემოს ბარიერები, საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულებები და ა.შ.) ურთიერთქმედებას.

მოცემულ ეტაპზე, საქართველო ახორციელებს შეზღუდული შესაძლებლობის შეფასებისა და სტატუსის განსაზღვრის არსებული სისტემის რეფორმას, რათა უკეთ გამოავლინოს თითოეული ბავშვის ფუნქციონირების ხარისხი და საჭიროებები, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ (2020)“.

სრულად...

წყარო: UNICEF-ის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)