en
ge

ახალი პროექტის პრეზენტაცია

ახალი პროექტის პრეზენტაცია

9 ივნისს, USAID-ის „ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამამ“ და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI) გამართეს ახალი პროექტის – „ადგილობრივ თვითმმართველობებში სამოქალაქო ჩართულობის და მონაწილეობითი მმართველობის გაძლიერების“ – ონლაინ პრეზენტაცია.

შეხვედრაში მონაწილეობდა 20–მდე საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

პროექტის მიზანია სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში და მონაწილეობითი მმართველობის გაძლიერება შემდეგ სამიზნე მუნიციპალიტეტებში: ბათუმი, ჩოხატაური, დმანისი და მარნეული.

პრეზენტაციის შემდგომ შეხვედრა წარიმართა კითხვა–პასუხის რეჟიმში, რომელიც მოიცავდა თემებს დეინსტიტუციონალიზაციის, თვითმმართველობის საქმიანობაში მონაწილეობის, სამოქალაქო ბიუჯეტირების მიმართულებით.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროექტს ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, USAID-ის „ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის“ მხარდაჭერით.

„ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა“ წარმოადგენს ხუთწლიან ინიციატივას, რომელიც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება საქართველოში. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერას და ადგილობრივ თვითმმართველობებში ეფექტიანობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. პროგრამა მუშაობს ადგილობრივ თვითმმართველობის დონეზე ანგარიშვალდებულების გაძლიერების, ინკლუზიური და მომხმარებელზე ორიენტირებული საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესების კუთხით და დახმარებას უწევს ცენტრალურ ინსტიტუტებს დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებაში.


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)