en
ge

დისკუსია საერთაშორისო ექსპერტების, სსო–ების და ბანკების მონაწილეობით

დისკუსია საერთაშორისო ექსპერტების, სსო–ების და ბანკების მონაწილეობით

14 ივნისს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI), არასამეწარმეო სამართლის ევროპულ ცენტრთან (ECNL) და პარტნიორები-საქართველოსთან (Partners Georgia) თანამშრომლობით გამართა სადისკუსიო შეხვედრა. რომლის მიზანიც სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდა და სამოქალაქო ორგანიზაციების ხედვების კონსოლიდაცია საქართველოში ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ქმედებებისა და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის (AML/CFT) პროცესებზე.

შეხვედრაზე ისაუბრეს ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების ბრძოლის კომიტეტის (MONEYVAL) ბოლო ანგარიშზე, ასევე, რისკის შეფასების ეროვნულ ახალ ანგარიშსა და სამოქმედო გეგმაზე, რომელზეც საქართველოს მთავრობა ამჟამად მუშაობს. ბოლო ანგარიშის მიხედვით, საქართველომ ყველაზე დაბალი შეფასება არაკომერციული სექტორის, შესაძლო გამოყენების საფრთხის პრევენციული დაცვის მიმართულებით მიიღო. 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ არაკომერციული სექტორი პრევენციული ღონისძიებების შეფასების პროცესში არ არის ჩართული. რასაც შესაძლოა, იმგვარი რეგულაციების და ღონისძიებების შემუშავება მოჰყვეს, რაც სამომავლოდ უარყოფით გავლენას მოახდენს სამოქალაქო სექტორზე საქართველოში. 

შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშორისო ექსპერტები და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც რომლებმაც იმსჯელეს რისკების პრევენციის პოტენციურ ღონისძიებებზე FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად, სამოქალაქო სექტორის აქტიურ ჩართულობასა და თვითრეგულირების მექანიზმებზე. 

შეხვედრის მეორე თემა მიეძღვნა არასამეწარმეო არაკომერციულ ორგანიზაციებსა და საბანკო სექტორთან თანამშრომლობას, მათ შორის ეროვნული ბანკის AML/CFT პოლიტიკას არასამეწარმეო არაკომერციულ ორგანიზაციებთან მიმართებაში.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023