სამცხე-ჯავახეთი. გავრცელებული ინფორმაციით, 17 ივნისს, ბორჯომში, საბავშვო ბანაკის მონაწილეებსა და ჩვეულებრივ დამსვენებლებს რამდენიმე ათეული მოძალადე თავს დაესხა. „„გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „Institute For Individual Liberty“-ის მიერ გამართულ ბანაკს მოძალადეებმა ესროლეს ქვები, წითელი საღებავები, აგინეს და ხელი შეუშალეს მუშაობაში. ერთ-ერთმა მოძალადემ სასტუმროში მყოფ ახალგაზრდებსა და არასრულწლოვნებს გენიტალიებიც უჩვენა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, თვითმხილველების ცნობით, ძალადობას, სულ მცირე 40 წუთი, რეაგირების გარეშე ტოვებდა.
თავს დაესხნენ „გირჩი - მეტი თავისუფლების” თავმჯდომარეს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, რომელიც ბორჯომში, ამავე ბანაკში, ლექციის ჩასატარებლად მიემართებოდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკურად გაუსწორდნენ მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, სალექციო აუდიტორიის გარეთ მშვიდობიანად, ბანერებით მდგომ სტუდენტებს, რომლებიც პარტიის პრორუსულ პოლიტიკას აპროტესტებდნენ.
დროის მცირე მონაკვეთში განხორციელებული სამი თავდასხმა აშკარად წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებულია. ეს დანაშაულებრივი ქმედებები ეწინააღმდეგება ქართულ ღირებულებებს - შემწყნარებლობას და მშვიდობიანობას. ახალგაზრდებზე, ბავშვებზე თავდასხმა არა მხოლოდ კანონს არღვევს, არამედ შეუთავსებელია ქართული საზოგადოების ღირებულებებთან. ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და მოსახლეობის დევნა არის რუსეთის, პუტინის რეჟიმის, ხელწერა; სწორედ ოკუპანტი სახელმწიფო უსწორდება ოპონენტებს და ძალადობრივად ახშობს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას“, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მოუწოდებენ სამართალდამცავ უწყებებს, დაუყოვნებლივ აღკვეთონ სიძულვილის დანაშაულები და კანონის სრული სიმკაცრით დასაჯონ დამნაშავეები.
წყარო: www.hrc.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)