თბილისი. სოლიდარობის თემი წარმოგიდგენთ ახალ კვლევას „თავსაფარი მუსლიმი ქალების ყოველდღიურობაში”.
„კვლევის შედეგების თანახმად, დასაქმების სივრცე არის ყველაზე პრობლემური თავსაფრიანი მუსლიმი ქალებისთვის. აჭარაში არცერთ საჯარო უწყებაში არ მუშაობს თავსაფრიანი მუსლიმი ქალი.
გამოკითხული 14 რესპონდენტიდან თითოეული მათგანი ერთხელ მაინც ყოფილა სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის მსხვერპლი. საგანმანათლებლო სივრცეში რესპონდენტებს ჰქონიათ იმის გამოცდილება, როცა სკოლაში მათ არ უშვებდნენ ჰიჯაბის ტარების გამო. საუნივერსიტეტო გარემოში კი ლექტორებისგან, ადმინისტრაციისგან, სკოლის დირექციისა და სტუდენტებისგან შეიმჩნეოდა ფარული თუ პირდაპირი ისლამოფობიური დამოკიდებულებები, რაზეც თავსაფრიანი ქალები ხმამაღლა ვერ საუბრობენ. რამდენიმე მათგანს ფიზიკური თავდასხმის გამოცდილებაც კი ჰქონია“.
კვლევა განხორციელდა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.
წყარო: solidaritycommunity.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)