en
ge

GDI-ის წარმატებული საქმე - ნოტარიუსმა იუსტიციის სამინისტროს დავა მოუგო

GDI-ის წარმატებული საქმე - ნოტარიუსმა იუსტიციის სამინისტროს დავა მოუგო

თბილისი. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) იურიდიული დახმარებით, ნოტარიუსმა მედეა გვაზავამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ სასარჩელო დავა წარმატებით დაასრულა.

საქმე ეხება ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლებას, იუსტიციის იმდროინდელი მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ, 2020 წლის 22 სექტემბრის ბრძანებით. გათავისუფლების საფუძველი გახდა კანონის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, ნოტარიუსს თანამდებობაზე ყოფნის უფლება ჰქონდა 65 წლის ასაკამდე. თუმცა კანონი გამონაკლისის სახით ადგენდა, რომ იუსტიციის მინისტრს შეეძლო ნოტარიუსის უფლებამოსილების ვადა 5 წლამდე გაეგრძელებინა. მედეა გვაზავამ ვერ ისარგებლა კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობით, რადგანაც იუსტიციის მინისტრმა მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება უფრო ადრე მიიღო, ვიდრე მას 65 წელი შეუსრულდებოდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნოტარიუსს გაუხანგრძლივდა უფლებამოსილების ვადა. მედეა გვაზავა იუსტიციის სამინისტროსგან მატერიალურ ანაზღაურებასაც მიიღებს.

სრულად...

წყარო: gdi.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023